Left:

Floor:

„ბიოტა პარკის“ მაცხოვრებლებისთვის შეირჩა მწვანე, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

პროექტი 4700 კვადრატულ მეტრს იკავებს და ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

მარადმწვანე ბიოტების პარკი 1300 კვ. მეტრს იკავებს. პარკის მყუდრო გარემოსა და მრავალი  წიწვოვანი ხისგან წარმოქმნილი უხვი ჟანგბადის წყალობით, სკვერი კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის აუცილებლად გადაიქცევა  განტვირთვის, მოსვენებისა და გართობის ადგილად.

ეზოს ტერიტორიაზე განლაგებულია საბავშვო მოედანი და კეთილმოწყობილი მოსასვენებელი ზონა. დაცული ეზო და ეკოლოგიური გარემო საუკეთესო პირობებს უქმნის პატარებსა და მათ მშობლებს.

პროექტის დასრულების ვადაა 2020 წლის აგვისტო.

„ბიოტა პარკის“ მშენებლობა სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტორის მიერ, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება.

 

არქიტექტურა

 

შენობის არქიტექტურა თანამედროვე ფასადით გამოირჩევა:

  • პანორამული ლიფტი ლამაზი ხედით
  • ფრანგული აივნები
  • ტერასები
  • ვიტრაჟები

პროექტის სართულებს გამორჩეული და კომფორტული გეგმარება აქვს. 

“ბიოტა პარკის“ კომპლექსი შედგება 3 სადარბაზოსგან, თითოეულს 2 ლიფტი მოემსახურება, მათ შორის ლიფტი პანორამული შუშით საუცხოო ხედებით ქალაქზე.

„ბიოტა პარკს“ ასევე  გააჩნია მიწისქვეშ 2 სართულზე განთავსებული დახურული ავტოსადგომი.

პირველი სართული  კომერციული ფართებისთვისაა განკუთვნილი და პროექტის დასრულებისას  სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი განთავსდება.

ბინების ოპტიმალური გეგმარება და მყუდრო გარემო საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ კომფორტულად და  შვილები ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში აღზარდოთ.

 

მშენებლობის ხარისხი

 

კომპლექსის მშენებლობას აწარმოებს სამშენებლო კომპანია “MBG Construction”, რომელიც  მასშტაბური პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა.

შენობა-ნაგებობები იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით. 
საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებისას რეგულაციებით მოთხოვნილი ყველა პირობა დაცულია. მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულია გეოდეზიური კვლევები. შენობა-ნაგებობები სეისმომედეგია.

 

„ბიოტა პარკი“ შენდება მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით:

  • საძირკველში გამოყენებულია B30 ტიპის Heidelberg Cement-ის ბეტონი, რომელიც საუკეთესო მახასიათებლებითა და სიმძლავრით გამოირჩევა  
  • Heidelberg Cement ცემენტი
  • შიდა ტიხრებისა და ფასადისათვის გამოყენებულია ენერგოეფექტური პერლიტის აგური, რომელიც მაღალ თბო- და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. ამ აგურს ასევე ახასიათებს მცირე წონა, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს კონსტრუქტციის სიმტკიცეს.
  • მშენებლობა ხორციელდება უკრაინული არმატურით
  • მაღალი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები.
  • მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟები

 

ბინები და ჩაბარების კონდიცია

 

ბინები ოპტიმალური გეგმარებით გამოირჩევა, რაც საშუალებას იძლევა მყიდველს ნებისმიერი სურვილი დავაკმაყოფილოთ. შიდა განლაგების შეცვლას კი თითოეული მობინადრე  საკუთარი გემოვნებით შეძლებს. ყველა ბინას აქვს ინდივიდუალური აივანი, საიდანაც იშლება ხედები ქალაქზე, წყნეთის ედსა და სარეკრეაციო მწვანე ზონაზე. ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში, რაც მოიცავს:

  • გალესილ შიდა კედლებს
  • მოჭიმულ იატაკს
  • ელექტრო წერტილებს
  • გათბობის მილებს იატაკის ქვეშ
  • მოპირკეთებულ აივნებს
  • მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებს
  • შესასვლელ რკინის კარს.

 

მდებარეობა

 

ადგილმდებარეობის მხრივ „ბიოტა პარკი“ გამოირჩევა ფასდაუდებელი სიმწვანით, სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით.

კომპლექსიდან ფეხით 10 წუთის სავალ გზაზეა მეტროსადგური “უნივერსიტეტი”.

„ბიოტა პარკის“ მახლობლად მდებარეობს ჰიპერმარკეტი City Mall, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სამედიცინო  დაწესებულებები და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები.

კომპლექსი ადვილი მისადგომია როგორც ვაკის, ასევე საბურთალოს მხრიდან.

კომპანია კლიენტებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ გადახდის პირობებს.

  • უპროცენტო შიდა განვადება მშენებლობის დასრულებამდე.
  • 25% – 30% პირველადი შენატანი და დარჩენილი თანხის გადანაწილება თქვენზე მორგებული პირობებით.
Live
Location