About

from content ბიოტა პარკი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ის იდეალურად ერწყმის გარემოს სადაც შენდება, 100% ინარჩუნებს და კეთილმოაწყობს გარშემო მდებარე სარეკრეაციო სივრცეს და შიდა ეზოს.

პროექტი გამოირჩევა განვითარებული შიდა ინფრასტურით, ბინების ოპტიმალური გეგმარებითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით.

ბიოტა პარკი

კომპლექსის გარშემო განთავსებული ტყეპარკი შედგება მარადმწვანე, წიწვოვანი ბიოტას ჯიშის ხეებისგან. აქ მოეწყობა მოსასვენებელი და სასეირნო სივრცეები, მომავალი მობინადრეების კომფორტისათვის. პროექტში დიდი როლი ეთმობა მწვანე ნარგავებს, რაც ზემოქმედებას ახდენს ჰაერის შემადგენლობაზე, ამდიდრებს მას ჟანგბადითა და ხელს უწყობს იონიზაციას. ის უზრუნველყოფს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს თქვენი საცხოვრებელი სახლთან. ის წყნეთიდან მონაბერ სუფთა ჰაერთან ერთად ქმნის იდეალურ და ჰარმონიულ სივრცეს საცხოვრებლად. ეს ყველაფერი გაძლევთ შესაძლებლობას იცხოვროთ და აღზარდოთ შვილები ჯანსაღ გარემოში.

ინფრასტრუქტურა

პროექტი გამოირჩევა განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურით. შიდა ეზოში განთავსება კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი, საქანელებითა და საბავშვო გასართობებით. მიწისქვეშ ორ სართულზე მოეწყობა დახურული ავტოსადგომი. პირველი სართული გამოყოფილია კომერციული ფართისთის, სადაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი განთავსება.

არქიტექტურა და მშენებლობის ხარისხი

პროექტი შედგება სამი 21-23-25 სართულიანი სადარბაზოსგან. გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ფრანგული აივნებით, ვიტრაჟულ ფანჯრებს, შუშის ლიფტს პანორამული ხედით. შიდა ტიხრებისა და ფასადისათვის გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური პერლიტის აგური, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ თბო და ხმა იზოლაციას, ახასიათებს მცირე წონა, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს კონსტრუქტციის სიმტკიცეს. მშენებლობას ახორციელებს „MBG“, მასშტაბური პროეტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილებით. საძირკველში გამოყენებულია B30 ტიპის ბეტონი, ხოლო მშენებლობა ხორციელდება Heidelberg Cement-ის ცემენტითა და უკრანული არმატურით.

 

ბინები და ჩაბარების კონდიცია

ბინები გამოირჩევა ოპტიმალური გეგმარებით, რომლის შიდა განლაგების შეცვლაც თქვენი გემოვნებით შეძლებთ. ყველა ბინას აქვს ინდივიდუალური აივანები, საიდანაც იშლება ხედები ქალაქზე, წყნეთის ქედსა და სარეკრეაციო მწვანე ზონაზე. ბინები ჩაბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში, რაც მოიცავს:

  • Knauf-ის მასალების გამოყენებით, რემონტის წინა კონდიციამდე მიყვანილ შიდა ტიხრებსა, იატაკსა და ჭერს;
  • ელექტრო წერტილებს თქვენთვის სასურველ ადგილებზე;
  • სველ წერტილებსა და წყლის გაყვანილობას;
  • გათბობის მილებს იატაკის ქვეშ და მიყვანილს თქვენთვის სასურველ ადგილებამდე
  • მოპირკეთებულ აივნებს
  • მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის ფანჯრებს და რკინის კარს

მდებარეობა

ბიოტა პარკი მდებარეობს: საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას 20-ში. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ბიოტას მოქნილი მდებარეობის გამო, მომავალი მობინადრეები მარტივად შეძლებთ ქალაქის ნებისმიერ ნაწილში მოხვედრას. კომპლექსის მახლობლად განთავსებულია: მეტრო, ჰიპერმარკეტი, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

About Investors

 დეველოპერული კომპანია შპს “ოლიმპ ჯორჯია“ დაარსდა 2017 წელს. კომპანიის დამფუძნებელს „Olymp Engineering Services” LLC-ის სამრეწველო, სპორტის და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობის სფეროში უამრავი წარმატებულად დასრულებული პროექტი გააჩნია.  

 

Building Materials

უკრაინული არმატურა
Heidelberg Cement
პერლიტის ბლოკი

Gallery