ბიოტა პარკი
ბინები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში
ჩვენ შესახებ

„ბიოტა პარკის“ მაცხოვრებლებისთვის შეირჩა მწვანე, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

პროექტი 4700 კვადრატულ მეტრს იკავებს და ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

მარადმწვანე ბიოტების პარკი 1300 კვ. მეტრს იკავებს. პარკის მყუდრო გარემოსა და მრავალი  წიწვოვანი ხისგან წარმოქმნილი უხვი ჟანგბადის წყალობით, სკვერი კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის აუცილებლად გადაიქცევა  განტვირთვის, მოსვენებისა და გართობის ადგილად.

ეზოს ტერიტორიაზე განლაგებულია საბავშვო მოედანი და კეთილმოწყობილი მოსასვენებელი ზონა. დაცული ეზო და ეკოლოგიური გარემო საუკეთესო პირობებს უქმნის პატარებსა და მათ მშობლებს.

პროექტის დასრულების ვადაა 2020 წლის აგვისტო.

„ბიოტა პარკის“ მშენებლობა სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტორის მიერ, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება.

უპირატესობები
მშენებლობის ხარისხი
კომპლექსის მშენებლობას აწარმოებს სამშენებლო კომპანია “MBG Construction”, რომელიც მასშტაბური პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. შენობა-ნაგებობები იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებისას რეგულაციებით მოთხოვნილი ყველა პირობა დაცულია. მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულია გეოდეზიური კვლევები. შენობა-ნაგებობები სეისმომედეგია.
მარადმწვანე პარკი
პროექტი 4700 კვადრატულ მეტრს იკავებს და ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებას ითვალისწინებს. მარადმწვანე ბიოტების პარკი 1300 კვ. მეტრს იკავებს. პარკის მყუდრო გარემოსა და მრავალი წიწვოვანი ხისგან წარმოქმნილი უხვი ჟანგბადის წყალობით, სკვერი კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის აუცილებლად გადაიქცევა განტვირთვის, მოსვენებისა და გართობის ადგილად. ეზოს ტერიტორიაზე განლაგებულია საბავშვო მოედანი და კეთილმოწყობილი მოსასვენებელი ზონა. დაცული ეზო და ეკოლოგიური გარემო საუკეთესო პირობებს უქმნის პატარებსა და მათ მშობლებს.
მდებარეობა
ადგილმდებარეობის მხრივ „ბიოტა პარკი“ გამოირჩევა ფასდაუდებელი სიმწვანით, სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით. კომპლექსიდან ფეხით 10 წუთის სავალ გზაზეა მეტროსადგური “უნივერსიტეტი”. „ბიოტა პარკის“ მახლობლად მდებარეობს ჰიპერმარკეტი City Mall, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები. კომპლექსი ადვილი მისადგომია როგორც ვაკის, ასევე საბურთალოს მხრიდან.
ინფრასტრუქტურა
“ბიოტა პარკის“ კომპლექსი შედგება 3 სადარბაზოსგან, თითოეულს 2 ლიფტი მოემსახურება, მათ შორის ლიფტი პანორამული შუშით საუცხოო ხედებით ქალაქზე. „ბიოტა პარკს“ ასევე გააჩნია მიწისქვეშ 2 სართულზე განთავსებული დახურული ავტოსადგომი. პირველი სართული კომერციული ფართებისთვისაა განკუთვნილი და პროექტის დასრულებისას სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი განთავსდება. ბინების ოპტიმალური გეგმარება და მყუდრო გარემო საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ კომფორტულად და შვილები ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში აღზარდოთ.
ადგილმდებარეობა